შოთა რეხვიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ასაკობრივ პენსიონერებთან, 200-ლარიანი ვაუჩერის გაცემით

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ახლადარჩეულ მერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მერებს აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული პროგრამა და ისინი აქტიურად შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ახლადარჩეულ მერებს შორის. მათ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული საარჩევნო პროგრამა. ისინი აქტიურად შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. ქვემო ქართლი ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. დასრულებულია მასშტაბური პროექტები და პრემიერმა აღგვითქვა როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა, რათა ყველა პრობლემა გადაწყდეს დროულად, ხალხთან კომუნიკაცია იყოს ეფექტური და ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც მოსახლეობის ყოფას აფერხებს, დროულად მოიხსნას.

აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და აღვნიშნო, რომ დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, ქვემო ქართლში470-ს გადასცდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ბენეფიციარებთან ასაკობრივ პენსიონერებთან, 200 ლარიანი ვაუჩერის გაცემით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვემო ქართლის მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ. ვაქცინაცია არის ერთადერთი ხსნა პანდემიის დასაძლევად და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო