ბექა ბასილაია - სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს - ახლა სასამართლოში ვეცდებით, რომ როგორღაც უზრუნველყონ მისი პროცესზე გადაყვანა

სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. უფრო მეტიც, მას გუშინ არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მისული. ტელევიზიიდან კი გაიგო ადვოკატების მეშვეობით, მაგრამ პენიტენციური სამსახური ვალდებულია, რომ შეატყობინოს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, გლდანის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არათუ არ აპირებენ, საერთოდ არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, რომ სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს სააკაშვილი მონაწილეობას ამ პროცესში.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კიდევ უფრო გართულებული. ამ ვითარებაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის რა მონაკვეთი დარჩა, ამის თქმა არის ძალიან რთული. მას უკვე დაეწყო შიმშილობით გამოწვეული შინაგანი ორგანოების ტკივილები. მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, მას ჰქონდა ამის სურვილი. ის მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე. პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გადმოყვანა. ის, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პარტიზანულად შეკეტილი ჰყავს მიხეილ სააკაშვილი, ეს უნდა აღმოფხვრას სასამართლომ, თუ უნდა, რომ სახე შეინარჩუნოს. ამავდროულად, ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და დღესვე უნდა მიეცეს სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისა, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ თუ არა. პენიტენციური სამსახური დუმს. უფრო მეტიც, პასუხი კითხვაზე არ აქვს, რატომ არ გააცნეს სასამართლოს მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს. ახლა სასამართლოში ვეცდებით, რომ როგორღაც უზრუნველყონ სააკაშვილის პროცესზე გადაყვანა. თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდგომ ნაბიჯებზე სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი", - განაცხადა ბასილაიამ.

იხილეთ ვიდეო:ცნობილია დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს - მესამე პრეზიდენტის ადვოკატი განცხადებას აკეთებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა