პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს პროექტების განხორციელებისას მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქმეზე და მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე კონცენტრირება, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად გადაიჭრას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა უშუალო კოორდინაციისთვის და აღნიშნა, რომ მათ ცენტრალური მთავრობის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა