გიგი უგულავა 7 ნოემბრის საქმეზე დასწრებას ბრალდებულის სტატუსით გეგმავს

ოპოზიციონერი გიგი უგულავა 7 ნოემბრის საქმეზე დასწრებას ბრალდებულის სტატუსით გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არავის აქვს უფლება ბრალდებულს თავის სასამართლო პროცესზე მისვლა აუკრძალოს.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ მოიყვანდნენ, ეს ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ მინისტრმა რატი რეგვენმა განაცხადა. კიდევ ვხედავთ ჩვენ, რომ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის ხმის გაგონების, ამიტომ აუკრძალეს მას კუთვნილი სატელეფონო ზარებით თვეში სამჯერ, 15-15 წუთით სარგებლობა. ეს ეკუთვის ყველა პატიმარს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ასევე, არ უნდათ მისი გამოჩენა პროცესზე. დღეს ჩვენ ვხედავთ სიშლეგეს. სრულიად უდანაშაულო ადამიანების მშვიდობიან პროტესტს არბევენ რუსეთისა და ბელორუსიის საუკეთესო ტრადიციებით. ჩვენ საამაყო პოლიციის ნაცვლად მივიღეთ კოლექტიური ვაჟა სირაძეები და ის, რასაც გვეგონა, რომ სამუდამოდ გამოვემშვიდობეთ, პოლიციის ნაცვლად, გვყავს ძაღლობა. ის, რაც გვეგონა რომ დავასრულეთ, ააღორძინა ივანიშვილმა და მივიღეთ პოლიციის ნაცვლად, ძაღლობა.

მე ამ საქმეზე მაქვს ბრალდებულის სტატუსი, რაღაცაში ხომ უნდა გამომადგეს ეს სტატუსი და ამიტომ ვაპირებ შევიდე სასამართლო პროცესზე. მაინტერესებს შემიშვებენ თუ არა. არავის აქვს უფლება ბრალდებულს თავის სასამართლო პროცესზე მისვლა აუკრძალოს. აუცილებლად დავუსვამ მოსამართლეს შეკითხვებს და ჩავხედავ თვალებში, რომ გვეთამაშებიან კაიტიპობანას, გუშინ რომ სასამართლო მოიწვია და მოვიდეს აქ ჩავატარებო, მაშინ როცა ყველამ ვიცოდით, სააკაშვილს არ მოიყვანდნენ. ასევე ვკითხავ, რატომ აქვს ამ ადამიანს ელემენტარული უფლებები აკრძალული,“- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა