“საქართველოს ფოსტა” მათი ბრენდის ქვეშ საფოსტო გზავნილების მიღებისა და გაცემისათვის ფოსტა” საჯარო ინტერესს აცხადებს

“საქართველოს ფოსტა” საჯარო ინტერესს აცხადებს და ქვეყნის მასშტაბით სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ სუბიექტებს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ), შპს „საქართველოს ფოსტის“ ბრენდის ქვეშ საფოსტო გზავნილების მიღებისა და გაცემისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოტენციურ კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს საფოსტო პროდუქტის ადმინისტრირებისათვის სამუშაო ოფისი, შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და სამუშაო გამოცდილება. ამასთან, მსურველებთან მოხდება ფოსტის წარმომადგენლების შეხვედრა მეტი ინფორმაციისა და კონკრეტიზაციის მიზნით.

„საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: 032 2 224 09 09 (170), ელ.ფოსტა: partner@gpost.ge“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს