საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს - ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "მიშა, მიშა", "ივანიშვილის მონებო"- სკანდირებენ.

ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.

შეკრებილების მოთხოვნაა - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".

ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზე დასწრების საშუალებაც სააკაშვილს არ მიეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო