დედოფლისწყაროს მერი - მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და მათ შორის, მეც, მესამედ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ უკვე გამოცდილები ვართ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და პირველად, დედოფლისწყაროს ისტორიაში, მთელს მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშაოები, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გამოსწორება, თუ სხვა იმ საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და რომელიც აუცილებლად გადაიჭრება, იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს არის თავის მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ვიცით, რა არის ის პრობლემები, რომლის გადაჭრაც ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მერმა.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები