„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედია ორგანიზაციებს მიმართავს, საარჩევნოდ „უკანონო სქემების გამოყენების შესახებ“ მათ ხელთ არსებული მასალები მიაწოდონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მედია ორგანიზაციებს მიმართავს, საარჩევნოდ „უკანონო სქემების გამოყენების“ შესახებ მათ ხელთ არსებული მასალები მიაწოდონ.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავრცელდა რეპორტაჟები, სადაც ჩანს რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენებით ცდილობს მისი მხარდამჭერების რიგების გაზრდას და პოლიტიკური ოპონენტების დასჯას. ორგანიზაცია სწორედ ამგვარი რეპორტაჟების მიწოდებას ითხოვს.

„ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ არაერთი რეპორტაჟი გავრცელდა, რომელიც ეყრდნობოდა სავარაუდოდ მამხილებლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან” გამოტანილ დოკუმენტებს. ჟურნალისტური გამოძიებებიდან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენებით ცდილობს მისი მხარდამჭერების რიგების გაზრდას და პოლიტიკური ოპონენტების დასჯას.

რეპორტაჟებში მოთხრობილია საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით შრომითი ურთიერთობების დასრულების ან გაგრძელების, ასევე, საარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ კონკრეტული პირებისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნის, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისა და სხვა სარგებლის მიცემის სავარაუდო ფაქტების შესახებ. გასაჯაროებული დოკუმენტების საფუძველზე, რეპორტაჟებში მოყვანილია სარწმუნო ფაქტები, მათ შორის კონკრეტული პირების მონაცემები და მათი მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის გარემოებები, რომელთაც თავად ეს ადამიანები ადასტურებენ.

მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ გამოძიებებში მოთხრობილი და მტკიცებულებებით გამყარებული შემთხვევები უკიდურესად შემაშფოთებელია, ვინაიდან ისინი ამხელენ პოლიტიკური და საარჩევნო კორუფციის ყოვლისმომცველ სისტემას, რომელშიც მმართველ პარტიასთან ერთად ჩართულია არაერთი სახელმწიფო უწყება.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეპორტაჟებში მოყვანილი სავარაუდო შემთხვევების შესასწავლად. ასევე, ვთხოვთ ყველა მედიასაშუალებას, რომელთაც ზემოთ აღწერილი ფაქტების შემცველი დოკუმენტები აქვთ, მოგვაწოდონ აღნიშნული მასალები, რათა შესაძლებელი იყოს მათი სრულყოფილად გაანალიზება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია