პროკურორი გიგი უგულავას - კანონებს ნუ მასწავლით!

კონსტიტუციას და კანონებს ნუ მასწავლით, - ასე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურომა ჯარჯი წიკლაურმა ოპოზიციონერ გიგი უგულავას.

სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ მოითხოვა, რომ პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც მიეცათ.

„პირველი არხს მაინც მიეცით ლაივის უფლება, ხომ იცით, რომ განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანია, უამრავ ადამიანს აინტერესებს. რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ პირდაპირ ეთერში გადასცეს. თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, ადამიანი არ მოგყავთ, ყველაფრის უფლებას გვართმევთ. თქვენთვის უკეთესი არ არის რომ საჯარო იყოს“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლე ნინო ელიეშვილს.

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გიგი უგულავას პრეტენზიები გაუგებრია, რადგან სხდომას კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან მასალას სხვა ტელევიზიებსაც. „გაუგებარია ეს პრეტენზიები, კამერა ესწრება და გონივრულ ვადაში მიაწვდიან. ნუ გვიყვირით“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს