გიგი უგულავა მოსამართლეს - სააკაშვილი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ

მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ“, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც უგულავა განმრატავს, მიხეილ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალით გადაიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი.

„მე მაქვს წინადადება. ის კაცი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ. ფაქტია, რომ ის პირი, რომლის საქმესაც თქვენ განიხილავთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალით გადაიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. მისი უფლებების აბსოლუტური იგნორირებით გამოაქვეყნეს მისი პირადი კადრები ციხის საკნიდან და სამედიცინო ოთახიდან. ასეთი უმსგავსობა არცერთი პატიმრის მიმართ ძალიან დიდი ხანია, ალბათ, თქვენც არ გინახავთ.

ეს ადამიანი, ამ წუთას არის ის პირი, ბრალდებული, რომლის საქმესაც განიხილავთ. მათ შორის, სამართლებრივად შეუძლებელია ამდენი კანონდარღვევა ხდებოდეს საჯაროდ პირის მიმართ და თქვენ არ გქონდეთ ინტერესი, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი საჯაროდ დასწრება და ამაზე მიიღოთ პასუხები“, - აღნიშნავს უგულავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს