სალომე სამადაშვილი - Amnesty International-ის განცხადება არის პასუხი ხელისუფლების ქმედებებზე - თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, „ქართულმა ოცნებამ" თავად დაარწმუნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

Amnesty International-ის განცხადება არის პასუხი ხელისუფლების ქმედებებზე - თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, „ქართულმა ოცნებამ" თავად დაარწმუნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

მისი თქმით, სწორედ იმაზე საუბრობს Amnesty International, რასთან დაკავშირებითაც ელენე ხოშტარია ახლა პარლამენტში შიმშილობს.

„ელენეს მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ეს არის ის მოთხოვნა, რაც მკაფიოდ გააჟღერა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, Amnesty International - მა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რა მოთხოვნითაც ელენე ხოშტარია შიმშილობს, არის ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა და ეს დადასტურებულია საერთაშორისო განცხადებებით. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ დიდი დისკომფორტი აქვს, რადგან კარგად ხედავენ, რომ შიმშილობის ეს პროცესი პარლამეტში არის დაკავშირებული იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც იღებენ.

მათ მარტივად შეუძლიათ დაასრულონ ეს პრობლემა, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღონ, საერთაშორისო სამართლის, ჩვენი კანონმდებლობის, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების შესაბამისად, ამიტომ ერიდებიან ბოლო დროს ელენესთან ურთიერთობას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო