გიორგი ვაშაძე - გუშინდელი დღე იყო გარკვეული შემობრუნების დღე საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ვისმენთ მაღალი თანამდებობის პირების თუ გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისგან მკაფიო განცხადებებს

სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანამ ცალსახად აჩვენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე მოტივირებული პროცესი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება სასამართლოში, კიდევ უფრო მკაცრს გახდის საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას.

„მოვინახულეთ ელენე, სუსტად არის და ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად იყოს გადაწყვეტილი მთავარი საკითხი, რაც არის ახლა მიხეილ სააკაშვილის ნორმალურ, ადეკვატურ სამედიცინო პირობებში გადაყვანა.

ჩვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი გოგუაძემ გუშინ ღამით, ექიმების რჩევით შეწყვიტა შიმშილობა, რადგან კუჭზე პრობლემები ჰქონია და უკვე შეუძლებელი იყო მას შიმშილობა გაეგრძელებინა.

მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელი დღე იყო გარკვეული შემობრუნების დღე საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ჩვენ ვისმენთ მაღალი თანამდებობის პირების თუ გავლენიანი საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებისგან მკაფიო განცხადებებს, რომ ცალსახად მიიჩნევენ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანას.

გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანამ ცალსახად აჩვენა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე მოტივირებული პროცესი, რომ პირდაპირ ირღვევა არამხოლოდ ჯანმრთელობის უფლება, ასევე პირდაპირ მიდის მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ხოლო ის, რაც დღეს ხდება სასამართლოში, კიდევ უფრო მკაცრს გახდის საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. ამბობენ, რომ ვიღაც აპირებდა პროვოკაციებს, ამის მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. სხედან, თვითონ მოიგონებენ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც ჭორს და მერე ამ ჭორს ავრცელებენ,"- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს