ავთანდილ თალაკვაძე - აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე

21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.

„ვისაუბრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვქონდა ჩვენ წარდგენილი ჩვენი მოსახლეობისთვის, თუ რა პერიოდში, როგორ განხორციელდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს