გურიის გუბერნატორი - გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელმაც მრავალ ადამიანს შესაძლებლობა მისცა, დასაქმებულიყვნენ

გურიის რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროექტი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა მრავალ ადამიანს, რომ დასაქმებულიყვნენ და ასევე, მუნიციპალიტეტებს მისცემს განვითარების შესაძლებლობას და შეუწყობს ხელს ტურიზმს, - ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო გურიის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, დასრულდა ე.წ. სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ, ჟორდანიას ქუჩაზე მიმდინარეობს ფასადების სრული რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება ცენტრალური პარკისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან ქალაქში შემოსასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. 2022 წლისთვის ყველა აღნიშნული პროექტი დასრულებული იქნება“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს