ადვოკატი - სააკაშვილთან ჩემი შესვლის მიზანია იმ მასკარადზე ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დღეს გაიმართა - აღკვეთის ღონისძიების გაუქმება სასამართლოს მხრიდან არის ფარსის კომპონენტი და დადგმული სპექტაკლი

ჩემი შესვლის მიზანია იმ მასკარადზე ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დღეს გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ველოდებით სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს, რომელიც ჩემთან ერთად შემოვა და ჩავატარებთ გამოკითხვას და ტანსაცმლის ამოღებას, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ამ საპროცესო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას.

„ის ადამიანები, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს მესამე პრეზიდენტისა და მართლმსაჯულების მიმართ, უნდა იყვნენ გამოვლენილი და შესაბამისად დასჯილი.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმება სასამართლოს მხრიდან არის ფარსის ძალიან პატარა კომპონენტი და არის დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვითხოვდით სასამართლო პროცესის ჩანიშვნას თვენახევრის განმავლობაში და სასამართლომ თითქოს ვერ გამონახა დრო და რესურსი, ხოლო დღეს იძულებული იყვნენ, რომ გაეუქმებინათ აღკვეთი ღონისძიება, რადგან კანონმდებლობა სხვანაირ საშუალებას არ იძლევა. სარგებელი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი - სააკაშვილს აღუდგება სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება.

მთელი ეს პროცესი, დაწყებული სასამართლოს პროცესით და ბრალდებით გაგრძელებული და სატელეფონო ზარების შეზღუდვით, რომელიც უკანონო გახლდათ, არის ერთი დიდი პოლიტიკური სპექტაკლი.

დაცვის მხარის ადვოკატებმა დავტოვეთ სასამართლო პროცესი, რადგან იმ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება და სასამართლოსთვის ფსევდოლეგიტიმაციის გამყარება არ გვინდოდა, ამიტომ განჩინება არ ჩაგვბარებია, მას დღეს საღამოს ჩავიბარებთ", - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. თუმცა, სხვა საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“