საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 12 ნოემბრამდე საქართველოს მასშტაბით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, ხოლო 13 ნოემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს.

„ქარი შენარჩუნდება დღის ბოლომდე და ღამის პირველი საათიდან მკვეთრად შესუსტდება. ხვალიდან ის ცივი ჰაერის მასები, რომლებიც დღეს მოქმედებს, გამოიწვევს ტემპერატურის კლებას, ამიტომ საქართველოს მასშტაბით როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია 10-12 გრადუსამდე.

13 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია უმეტესაც უნალექო ამინდი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით