პრემიერ-მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონის მოსახლეობის პრიორიტეტები მიმოიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.

პრემიერმა მერებთან შეხვედრაზე რეგიონის მოსახლეობის პრიორიტეტები მიმოიხილა და მათი პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობაზე ზრუნვაა და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში და ეფექტიანად გადაიჭრას.

ღარიბაშვილმა მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა, რათა ყველა ინიციატივა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისას გაჟღერდა, მოკლე ვადაში განხორციელდეს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა