გრიგოლ გეგელია - დღეს ჩვენ სასამართლოს გარდა ვნახეთ ყველაფერი, ეს არის ავტოკრატიული, პოლიტიკური, სადამსჯელო სპეცოპერაცია

დღეს ჩვენ სასამართლოს გარდა ვნახეთ ყველაფერი. ეს არის ავტოკრატიული, პოლიტიკური, სადამსჯელო სპეცოპერაცია, ამას საერთო არაფერი გააჩნია მართლმსაჯულებასთან და არც შეიძლება გააჩნდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ბავშვური“ სურვილი აქვს, „გაიხაროს იმ ძალაუფლებით, რომელიც გააჩნია“.

„სააკაშვილი, რომელიც არის ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი, როგორ შეიძლება, არ იყოს იქ წარმოდგენილი და არ ჰქონდეს ყველაზე საბაზისო რაც არის, სასამართლოში, თავის დაცვის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება?

ეს არის ავტოკრატიული უბედურება, რომელიც ადამიანს იმის საშუალებასაც არ აძლევს, რომ თავისივე სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და თავისი თავი დაიცვას.

ვიყავი სასამართლო შენობასთან, აუარებელი პოლიციელია მობილიზებული მარტო წინა კარებთან. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო იქ, საერთოდ შეიარაღებულ ძალებს გამოიყვანდნენ, დიღომს ჩაკეტდნენ ჯარის გამოყენებით. „ქართულ ოცნებას“ აქვს პრიმიტიული სურვილი, როგორც ბავშვმა, ინფანტილურად გაიხაროს იმ ძალაუფლებით, რომელიც აქვს.

თუ სახელმწიფოს იმის შნო არ გააჩნია, რომ ერთი კაცის ბადრაგირება მოახდინოს, დაიცვას პალატაში, სამოქალაქო კლინიკაში, ეს ხელისუფლება როგორ მართავს მაშინ სახელმწიფოს, რომელიც ომში იმყოფება ფორმალურად და ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს კრიზისულ ვითარებაში”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია ელენე ხოშტარიას მოწამვლას გეგმავდა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ პარანოიაზე მიუთითებს, თუმცა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„პარანოიაა ის, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ ხრავს ბოლომდე, ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებდა ოპოზიციაო, ამას რომ ადამიანი იტყვის, ჩვენ მისი ჰოსპიტალიზებაც უნდა მოვითხოვოთ აუცილებლად და მას სჭირდება დახმარება. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ.

პროკურატურა როგორც კი გაიგებს რაიმეს შესაძლო დანაშაულის შესახებ, ვალდებულია, იმავე მომენტში აღძრას საქმე. რა თქმა უნდა, ჩვენ პროკურატურა არ გაგვაჩნია, ისევე როგორც სასამართლო არ გაგვაჩნია და თუ გაგვაჩნია, მაშინ ირაკლი კობახიძე შესაძლო დანაშაულზე დაუყოვნებლივ გამოკითხონ, რომელიც არის მოქალაქის და პოლიტიკური ლიდერის მოწამვლა. ეს არის ბოდვა, პარანოიდული ბოდვა, რაც ძალიან ხშირად სჩვევია ირაკლი კობახიძეს”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით