კულტურის კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის წევრებმა თემაზე: „საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა" ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელშიც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ძირფესვიანად შესწავლა და შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

„კულტურის კომიტეტი აგრძელებს დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. დღეს შეხვედრა გავმართეთ CLDP-ის (ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა), CISAC-ის (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებათა საერთაშორისო კონფედერაცია), WIPO-ის (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) და USAID -ის ექსპერტებთან და წარმომადგენლებთან. ჩვენი საბოლოო მიზანი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევის ჩატარება და ისეთი დოკუმენტის შემუშავებაა, სადაც პრობლემაც იქნება იდენტიფიცირებული და შესაბამის გამოსავალზეც იქნება ყურადღება გამახვილებული. მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც კულტურის კომიტეტის და სამუშაო ჯგუფის თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება, ხოლო სამოქმედო გეგმებზე ეტაპობრივად შევჯერდებით", - განაცხადა კულტურის კომიტეტის და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრმა, პარლამენტარმა ხათუნა კვიციანმა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრები და დეპუტატები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა