გიული ალასანია - თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს - გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ

ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს - დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, - ასე მიმართავს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ მან 2008 წელს უბრძოლველად არ ჩააბარა ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე ტერიტორიის 20% მიიტაცა.

„უმძიმესი მდგომარეობა მაქვს, ჩემს თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები, კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მე მივმართავ ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც საქართველოშია, ვინც დღეს საქართველოში არ არის. უამრავი გულშემატკივარი ჰყავს ჩემს შვილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველას მივმართავ - დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა და რა არის მისი დანაშაული?! ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის, რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა, დააბრუნა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო რაც ელოდა. ძირითადი მისი დანაშაული ყველამ ვიცით, რაც არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო და მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%. ძალიან გთხოვთ, ვიცი, რომ ყველაფერი კეთდება - ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელს და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე, ძალიან გთხოვთ“, - აცხადებს გიული ალასანია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო