ხატია დეკანოიძე - დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება დაკავებული 20 ადამიანი, ვიცით მხოლოდ 26 -ის ადგილსამყოფელი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად არიან ეს ადამიანები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციებზე დაკავებული 46 პირიდან 20-ის ადგილმდებარეობა უცნობია.

„დღეს ჩვენს მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძოდ, პოლიციამ ყოველგვარი წესების გარეშე, ყოველგვარი კანონფარგლების გარეშე ბელარუსული და რუსული „ომონის“ და ასევე, ყველას გვახსოვს უკრაინაში მოქმედი „ბერკუტის“ სტილში, დააკავა 46 ადამიანი. ადამიანებს არაფერი არ ჩაუდენიათ კანონსაწინააღმდეგო და როგორც რუსეთში „ომონი“ აკავებს და როგორც ბელარუსიაში ასევე და როგორც უკრაინაში ბერკუტი არსებობდა, ზუსტად ისე იქცეოდნენ პოლიციელები.

კატეგორიულად მოვითხოვთ ჩემი კოლეგების სახელით, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი. მეტსაც გეტყვით ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები, ვინც დააკავეს - ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები, ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. არ ვიცით ადგილსამყოფელი 20 ადამიანის - მათ შორის, ბაჩო დოლიძის, მურმან დუმბაძის, ნიკა ფარულავას და ზვიად კუპრავას. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ წევრები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია, სად არიან ეს ადამიანები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული ადამიანის სია და მათი ადგილსამყოფელი. ასევე, ისინი ითხოვენ, რომ ადვოკატებს მიეცეთ დაკავებული პირების მონახულების საშუალება და სამედიცინო შემოწმების საშუალება, რადგან მათი ინფორმაციით ბევრი შეუძლოდ იმყოფება.

ბეჟაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დაკავებული პირების გათავისუფლება.

კატეგორიულად მოვითხოვთ ჩემი კოლეგების სახელით, დაუყოვნებლივ გასცენ ინფორმაცია სად იმყოფება 20 ადამიანი, ჩვენ ვიცით მხოლოდ 26 ადამიანის ადგილსამყოფელი. მეტსაც გეტყვით ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ თბილისში, ეს ადამიანები გადაანაწილეს სხვადასხვა რაიონში, ხოლო ის ადამიანები ვინც დააკავეს ჩვენი აქტივისტები, საკრებულოს წევრები, პოლიტიკური ლიდერები ამ ადამიანების ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია