გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე - დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი: წაეთრიეთ აქედან - თუ კაცი კვდება და საჭირო გახდა, მზად ვარ, მეც ვიკისრო პასუხისმგებლობა

დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, წაეთრიეთ აქედან - მეთქი, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც პარტია სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე, იგი მზად არის მისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

„დაარღვევენ, მე მივალ და დავშლი, ვეტყვი აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედან-მეთქი. თუ კაცი კვდება და საჭირო გახდა, ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და მზად ვარ, არ გამიჭირდება, მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა. ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი?! ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს - ეს უნდა გავიაზროთ. ცეცხლთან თამაშია ეს, ბეწვის ხიდზე გავდივართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით, ვითარების დაძაბვას შეუწყო ხელი.

„გქონდა ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელთან საუბარი და მათთვის საინტერესოა ყველა ჩვენი წინადადება. მთავარი სიმპტომი ამ შემთხვევაში უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან, რომ რამეზე მზად არიან. ჩვენი 7 - პუნქტიანი გეგმის გამოქვეყნების დღესვე მათ, ფაქტობრივად, პირდაპირ სიტუაციის ესკალაცია მოახდინეს გლდანის ციხეში სააკაშვილის გადაყვანით. ჩვენ შეიძლება განსხვავებული შეხედულება გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე, საქართველოს ინტერესები დგას აქ. მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ამ ქვეყანას არაფერში წაადგება, ეს იქნება ლაქა ჩვენი ისტორიისთვის და არაფერი იქნება ამ ქვეყანაში. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ავირიდოთ ეს და არა ის, რომ გავამწვავოთ სიტუაცია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააპატიმრეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. 8 ნოემბერს კი ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა