ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. ელჩი, რომელიც არის მედიატორი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაინტერესდა რა შეიძლება გააკეთოს შვეიცარიამ კონფლიქტებთან მიმართებაში.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ბავშვებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე და ქართული კვალის წაშლის მცდელობებზე, რაც ეკლესიების გადაღებვას და ფრესკების წაშლას უკავშირდება", - განაცხადა შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს ხედვაზე ისეთ გლობალურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ნატოს ჯარების გაყვანა ავღანეთიდან. საუბრის თემას წარმოადგენდა დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხი და როგორ აისახება ეს დაპირისპირება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე.

მხარეებმა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. დიპლომატი დაინტერესდა სამშვიდობო ინიციატივით, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი და სამმხრივი ურთიერთობები მოიაზრება.

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა შვეიცარიის ხელისუფლებას როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოში ისეთი პროექტების თანადაფინანსებისთვის როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, განათლება, სოფლის მეურნეობა და რეგიონული განვითარება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს