დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - სჭირდებათ „ბლიცკრიგი“ - ეს მათი ბოლო პოლიტიკური თამაშია, 2024 წლამდე ან მიაღწევენ, ან ვერა

სააკაშვილის ჯანმრთელობა, მათი მზაკვრული გეგმების მიხედვით, რაც უფრო გაუარესდება მათთვის კიდევ უფრო უკეთესია. ეს ის ძალაა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს ოღონდ თავისი მიზნები განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მათი ბოლო პოლიტიკური თამაშია.

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ „კალანდობის“ ავტორზე და ძირითად მსახიობზე, როდესაც ვსაუბრობთ განმუხურის ინციდენტის ავტორზე და ძირითად მსახიობზე, როდესაც ვსაუბრობთ „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორზე - მოდით, დავიტოვოთ ეჭვი, რომ მთელ ამ მოცემულობაში არის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად აკეთებენ და ასრულებენ ამ გეგმის ოსტატები.

მე კითხვის ნიშნებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ვსვამ, მე კითხვის ნიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებით ვსვამ რაში იყენებენ სააკაშვილის ჯანმრთელობას. სააკაშვილის ჯანმრთელობა მათი მზაკვრული გეგმების მიხედვით, რაც უფრო გაუარესდება მათთვის კიდევ უფრო უკეთესია. ეს ის ძალაა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავს ოღონდ თავისი მიზნები განახორციელოს. ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი მუჭა ლიდერების დირიჟორობით, თავის შინაარსში ძალიან დიდი შანსია, რომ შეიცავდეს კონკრეტულ მოქმედებას.

47%-იანი შედეგის დადების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველაფერი გაეღო, მათ ხომ კარგად იციან, რომ ეს მათი ბოლო პოლიტიკური თამაშია, ისინი 2024 წლამდე ან მიაღწევენ, ან ვერ მიაღწევენ - ამ სიტუაციაში, როდესაც ნახეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ - მათ სჭირდებათ მოკლე „ბლიცკრიგი“ იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ისინი ვერ დაიცდიან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით არავის არ უჩნდება კითხვის ნიშნები, რადგან ის ბევრად უფრო გულწრფელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა