ანრი ოხანაშვილი - ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს

ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოახანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოხანაშვილი Facebook-ზე წერს, პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი.

“წარმოუდგენელი ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე “პოლიტიკოსი” და პარალელურად ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდე პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს!

ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს!

უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი!”,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა