ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა - მის პოზიციას მოგახსენებთ ხვალ

ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო - სტრასბურგის სასამართლო დაგვთანხმდა, რომ სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

გვარამიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ბოლო შანსი მისცა.

„სააკაშვილის სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი, ჩვენი მოსაზრება იყო, რომ კერძო კლინიკაში შეიძლება ამის უზრუნველყოფა მხოლოდ და გლდანის ციხეში ეს არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა ის, რასაც მაღალი ალბათობით გადაწყვეტდა - მან არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატონმა რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ სასამართლო ინდივიდუალს ვერ დაავალებს რამის გაკეთებას და ხელშემკვრელი მხარე არის სახელმწიფო - თუ არ იცის სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტისთვის მაინც უნდა ეკითხა. ბატონმა რატი ბრეგაძემ ამ გადაწყვეტილებაში თუ ინგლისური არ იცის ვუთარგმნი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, რომელზეც რატი ბრეგაძემ ამტკიცებს, რომ არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მისცა ბოლო შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით მიიღოს, გადადგას სწორი და ადეკვატური ნაბიჯი.

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ პატიმრის ჯანდაცვის უფლება და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ყველაზე მაღალი სტანდარტით, ჩვენ ვუთხარით სასამართლოს როგორ ვხედავთ ჩვენ ამას, ჩვენ ამას ვხედავთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით. სასამართლომ ჩათვალა ამგვარად გამოეხატა თავისი პოზიცია, რომ დაგვთანხმდა, რომ უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს გაწეული სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს დაცული. გადაწყვიტოს იუსტიციის სამინისტრომ თავს იკლავს სამართლებრივად და პოლიტიკურად თუ არა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩება პირობას გაძლევთ, თავს არ მოიკლავს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებასთან დაკავშირებით ამას მის გარეშე ვერ გეტყვით. ამ პოზიციას მოგახსენებთ ხვალ - რას იზავს ის. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყდება“, - განაცხადა გვარამიამ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“