საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე, რომელიც პროკურორის და გამომძიებლის საპროცესო უფლება-მოვალეობებისა და ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ ცვლილებას გულისხმობს.

შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა გამოძიების მიმდინარეობისას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე საგამოძიებო საკითხებში პროკურორის ჩართულობის კონკრეტულ საფუძვლებსა და შედეგებზე.

ასევე, ბაკურ აბულაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პროკურორი იქნება საპროცესო ზედამხედველობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი და აღარ იქნება გამოძიების წარმმართველი, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები და გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე.

„განსახორციელებელ ცვლილებათა იმპლემენტაცია მოხდება ისე, რომ არ დაზიანდეს მართლმსაჯულების ეფექტიანობა და უწყებებს მიეცეს საკმარისი დრო გამომძიებელთა გადამზადებისა და ახალი როლის ათვისებისთვის,“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს საქართველოს პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის თანახმად, გაძლიერებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობა. აღნიშნული ცვლილება, მნიშვნელოვან სიახლეს შეიტანს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში და გამიჯნავს საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსახორციელებელი რეფორმის კონცეფცია დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს