საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ესპანელ წამყვან კინო მწარმოებლებს მასპინძლობს

ესპანელმა კინო მწარმოებლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში კინოწარმოების პერსპექტივები და შესაძლებლობები კონფერენციის ფარგლებში განიხილეს.

კონფერენციაზე ესპანელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, “აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებისგან საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: „KINOSKOPIK“, „PUBLIVPS SERVICE PLAN and PAV“, „DIAGRAMA PRODUCCIONES“, „DO POSTPRODUCCION“, „Salto de Eje Pc and AMA“, „Almarae Viajes“.

ესპანურ დელეგაციას აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია „EGEDA“ ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციაც არის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“მოხარულნი ვართ, რომ ესპანელი კინო მწარმოებლები საქართველოს კინოინდუსტრიით დაინტერესდნენ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი ასოციაციის წევრები განიხილავენ კინოწარმოების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება და პროდუქტიული იქნება, როგორც ქართული და ესპანური მხარისთვის, ასევე ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა ფხაკაძემ.

ესპანელი პროდიუსერები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და მათ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. დაგეგმილია ვიზიტები და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.

ცნობისთვის, ესპანური დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა ევროკავშირის „EU4Business: Connecting Companies“-ის პროექტის ფარგლებში. პროექტში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ორგანიზაცია „ეხედასთან“ თანამშრომლობით იღებს. „ეხედა“ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ორგანიზაციას, რომელიც აუდიოვიზუალური მწარმოებლების ინტერესებს იცავს ესპანეთში.

აღნიშნული პროექტის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო