ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა.

შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა.

ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო.

შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ კლიმატის მხარდაჭერის პოლონურ პროექტთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 11,25 მილიონი ევროა და ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცა კლიმატის პოლიტიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის ზრდა, ენერგოეფექტური შენობები, ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების ტრანსფორმაცია, ნულოვანი და დაბალი ემისიის მქონე ტრანსპორტი. ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთის მხარე განიხილავს საინვესტიციო, საკონსულტაციო და შერეული ტიპის პროექტებს.

ინიციატივის ფარგლებში, ქართულმა მხარემ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.

ცნობისთვის, ნინო თანდილაშვილმა პოლონური მხარის წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს