შემოსავლების სამსახური - გარკვეული პერიოდულობით, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს საბაჟო კონტროლისას „ყვითელ დერეფანში“ დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს

გარკვეული პერიოდულობით, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს საბაჟო კონტროლისას „ყვითელ დერეფანში“ დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს,- ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისა და ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, როგორც საბაჟო, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ ერთდროულად ხორციელდება, შესაბამისი ადმინისტრირების პროცესი, კერძოდ: ინფორმაციის დამუშავება, რისკების იდენტიფიცირება და რისკის პროფილების შემუშავება.

მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული, რომ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას (დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით), მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თუ გადამხდელი ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდას ან ამ თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენას და არც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აქვს საკმარისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი თანხა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, მათი სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დეკლარირებული საქონლის დასაწყობება და ეტაპობრივად გაიმპორტება ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევა.

მათივე ცნობით, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის პროცედურებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს