CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი აბაშიშვილისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის, ჯეინ ფოსტერის შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით,

შეხვედრას ასევე ესწრებოდა, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური და პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელი ნია ლომაძე.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ახალი ხედვა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გიორგი აბაშიშვილმა სტუდენტებისთვის შემუშავებულ ახალ ინოვაციურ ინიციატივებზე, ეკონომიკური და ბიზნესკვლევების მიმართულებაზე, ინფორმაციების გაცვლასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა.

განხილული იქნა საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, ბიზნესგარემო, საქართელოსა და აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის უპირატესობას ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრაზე მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს