კახა კოჟორიძე - „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს ურტყამს, მაგრამ მისი მოქნეული ხელი სახელმწიფო ინტერესებს და დასავლურ კურსს ხვდება

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რა სახესაც ჩვენი სახელმწიფო აჩვენებს. ელემენტარულ უფლებებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანისთვის, ვერ იცავს - კატასტროფა იყო, როდესაც ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ადვოკატმა კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ის ფაქტი შეაფასა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

როგორც კოჟორიძე განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ პოლიტიკურ ოპონენტზე იმარჯვებს, ურტყამს მას, მაგრამ ყველა მოქნეული ხელი სახელმწიფო ინტერესებს ხვდება“.

“მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რა სახესაც ჩვენი სახელმწიფო აჩვენებს. იმ ელემენტარულ უფლებებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანისთვის, ვერ იცავს. გუშინ კატასტროფა იყო, როდესაც ვერ უზრუნველყვეს სასამართლოში მიყვანა.

ეს არის საქმე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ იმარჯვებს პოლიტიკურ ოპონენტზე, ურტყამს მას, მაგრამ ყველა მოქნეული ხელი ხვდება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და დასავლურ კურსს, რასაც ამ ქვეყანაში თაობები და ეპოქები ეწირებოდნენ.

მე, როგორც რიგითი მოქალაქე ამ კურსის მხარდამჭერი ვარ. როგორც კრამონმა თქვა, ძალიან მძიმე სიტყვები, მაწუხებს, რომ საქართველო ევროკავშირისგან ასე შორს არასდროს ყოფილა. კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოს არ უნდა ევროკავშირის წევრობა. ისეთი მოქმედებებია, დაასკვნეს, რომ არ უნდა. ამის პარალელურად ჩვენი ხელისუფლების და პრემიერის მხრიდან, რომ 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ, ვის სჯერა?!“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

ამასთან, კოჟორიძემ სააკაშვილიც მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზეც ისაუბრა და ხელისუფლების გადაწყვეტილება „არაადეკვატურად“ შეაფასა.

„ჩემი შეფასებით, ეს არ არის ადეკვატური მოქცევა, როდესაც ადამიანი იმ მდგომარეობაშია, რომ ციხის სხვა პატიმრები მასზე მუდმივად ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ლანძღვა-გინების ფონზე. ვრცელდება ინფორმაცია, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ამ ინფორმაციას დადასტურება დასჭირდება სასამართლოს მხრიდან, თუმცა იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ვუყურებ, არ გამიკვირდება რომელიმე თანამშრომელს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა“, - აღნიშნავს კოჟორიძე.

როგორც კოჟორიძე განმარტავს, თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას და მძიმე დამამცირებელ მოპყრობებს, ეს ევროპული კონვენციის დარღვევაზე მიუთითებს.

„თუ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე იქნება საუბარი, ამას რომ დაემატება ის მძიმე დამამცირებელი მოპყრობები, რაზეც ადვოკატები საუბრობენ, მთლიანობაში ეს პირდაპირ მიუთითებს ევროპული კონვენციის დარღვევაზე“, - აღნიშნავს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. გვარამიას თქმით, სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამჟამინდელი მდგომარეობა და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში გატარდა. ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მათ დაავალა ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციები შეჯერდება და 24 ნოემბერს სასამართლო კვლავ იმსჯელებს საკითხზე. ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს