გურამ მაჭარაშვილი - თუ ვსაუბრობთ შერიგებაზე, პირველ რიგში, აუცილებელია იმ ადამიანებს გავესაუბროთ, ვინც მიხეილ სააკაშვილის წლებში დაზარალდა - დაკარგა ქონება, ღირსება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე

თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს შერიგება, პირველ რიგში, აუცილებელია იმ ადამიანებს გავესაუბროთ, ვინც მიხეილ სააკაშვილის წლებში დაზარალდა - დაკარგა ქონება, ღირსება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, - აღნიშნული განცხადება დღეს უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა და აქვე დასძინა, რომ შერიგებაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება.

ამ კონტექსტში მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ცალკეული სუბიექტური მიდგომები, თუ ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, არ შეიძლება საჯაროდ იყოს გამოხატული, მით უმეტეს მაღალი სასულიერო პირის მხრიდან.

"საპატრიარქოს განცხადება ემსახურება მიზანს, რომ საპატრიარქოში და ზოგადად, სასულიერო პირებში პოლიტიკა არ იყოს შეტანილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები კეთდება. ის, რომ მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა, ამაზე პრეტენზიები არავის გამოუთქვამს. სამწუხაროდ, მან თავისი პოლიტიკური გემოვნება დააფიქსირა, რაც არც მის პრეროგატივაში შედის და არ არის სამართლიანი მიდგომა, მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომლის მიმართაც არა მხოლოდ ქართულ სასამართლოს, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება. ყველა ადამიანს აქვს საშუალება მოინანიოს, მაგრამ ეს უნდა იყოს თანაბარი, თანასწორი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დაზარალდნენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს