კარლ ჰარცელი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

რა თქმა უნდა, ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს,­ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს.

„დიდ ყურადღებას ვიჩენთ საქართველოში ზოგიერთი ინსტიტუტის მიმართ, მინდა დავიწყო სამედიცინო კონსილიუმით, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, არც დიპლომატები და არც პოლიტიკოსები ექიმები არ არიან, რომ სამედიცინო რჩევები გასცენ. მე იმედი მაქვს, რომ სამედიცინო კონსილიუმის მუშაობა გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ როლზე, რასაც ამ საქმის ზედამხედველობის კუთხით კონსტიტუციის შესაბამისად სახალხო დამცველი ასრულებს და გასცემს რჩევებსა და შეფასებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე მინდა ვახსენო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელიც კარგ რეკომენდაციებსა და რჩევებს გასცემს პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დასაფასებელია.

ამ ყველაფრის ფონზე, წუხელ უკვე გავაკეთე კომენტარი. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს,“- განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„ყურადღებით ვაკვირდებით სამართლებრივ პროცესს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონ სააკაშვილს გუშინ სასამართლოში ყოფნის უფლება არ მიეცა. მინდა, ყველას შევახსენო, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ითვალისწინებს განსასჯელთან დაკავშირებით, რომ ის პირადად უნდა იყოს წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იყოს იმ წარმომადგენლით, რომელსაც თავად ითხოვს. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი პროცესი იყოს გამჭირვალე, მიუკერძოებელი და სამართლიანი.

ამასთან, პატიმრის უფლებებთან დაკავშირებით, ჩვენ ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას. ვაკვირდებით იმას, თუ რას აცხადებს სახალხო დამცველი, თავად მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ჩვენ ასევე ვიხილეთ გარკვეული კადრები მისი საკნიდან. ყველაფერი ეს აჩენს კითხვებს და ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,“- განაცხადა ელჩმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო