ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას, არავითარ აქციას

„ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან გადაყვანის შემთხვევაში ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას, არავითარ აქციას - პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოიძემ და თინა ბოკუჩავამ კახა კუჭავას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება გადასცეს.

„უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე, ასევე ჩვენი მოთხოვნის ფონზე, აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა, რაც ხაზგასმულია განცხადებაში. ამავე დროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იმ შეთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველა მუხლს, მათ შორის მუხლს, რისკენაც მათ სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის გლდანის საპატიმროს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა ადგილობრივ მედპერსონალთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს