Global finance-მა „თიბისის“ პერსონალური საბანკო მომსახურება საუკეთესოდ აღიარა

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, „Global Finance” „თიბისი” საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ბანკის ცნობით, აღიარება „თიბისიმ“ ზედიზედ უკვე მესამედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

მათი ინფორმაციით, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ ის ორგანიზაციები გამოარჩია, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

როგორც „თიბისიში“ აღნიშნავენ, Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა.

„გლობალური ჯანდაცვის კრიზისის პირობებში, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები მეტად მრავალფეროვან არჩევანს ითხოვენ სოციალურად პასუხისმებელი ინვესტირების მიმართულებით და საჭიროებენ კიდევ უფრო დახვეწილ ციფრულ სერვისებს. ჩვენი ყოველწლიური ჯილდო გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, - აცხადებს Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი, ჯოზეფ დ. გიარაპუტო.

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტურია იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„თიბისის“ ცნობით, საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. მათი ინფორმაციით, გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, „თიბისის“ Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა