სერგო ჩიხლაძე - როცა უყურებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ასე ამცირებენ, აფორთხიალებენ, ეს ქვეყანა აღარ არის - ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ქართული ოცნება" ჰქვია

კადრები გზაში ვნახე და ვარ შოკირებული, სიტყვები არ მყოფნის. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ დამცირებული, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრებს.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, „ქართული ოცნების" მმართველობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„როდესაც უყურებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ასე ამცირებენ, აფორთხიალებენ, ტანსაცმელს შემოახევენ და იძალადებენ, ეს ქვეყანა აღარ არის. აქამდე ვამბობდით, რომ რაღაც რეჟიმთან გვაქვს საქმე მაგრამ არა - ჩვეულებრივ ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. არ მჩვევია მკვეთრი განცხადებები, მაგრამ დღეს ვამბობ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გააჟღერა. ერთი ის, რომ დამტკიცდა და აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მეორე ის, რომ პრიორიტეტული და მიღებულია საქმე. ისინი ამას დააკვირდებიან და მაღალი ინტერესი იქნება. მესამე კი ის, რომ ხელისუფლებას მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა