გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და მიხედონ

დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ის ელოდა, მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ამასთან გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები არ უნახავს.

“არ მინახავს კადრები, კარგს რომ არაფერს გამოაქვეყნებდნენ ვიცი. რა უნდა ვთქვა? არ მინახავს",- აღნიშნავა გიული ალასანია.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა შვილს ასე უპასუხა: "არაფერს".

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა