თინა ბოკუჩავა სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრებზე - ეს არის პოლიტიკური შურისძიება - პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტპატიმარია

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება - პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტპატიმარია, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, როცა ადამიანი დაწესებულებაში ფიზიკური შეურაცხყოფითა და მოტყუებით გადაყავთ, სადაც მისი უსაფრთხოება და ადამიანური ღირსება დაცული არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ შურისძიების მოტივით მოქმედებს. მისივე განცხადებით, სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და დაცვის მხარე მას დაუყონებლივ მიაწოდებს ინფორმაციას.

"დარწმუნებული ვარ, ეს უმძიმესი და შემზარავი კადრები კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური და ეროვნული ღირსების განცდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელსაც არაფრად უღირს არც ადამიანის ჯანმრთელობა, არც სიცოცხლე და არც ადამიანის ღირსება. როგორც ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდობიანი პროტესტით უნდა ავიმაღლოთ ხმა და უნდა დავიცვათ არა პრეზიდენტ სააკაშვილის ღირსება, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსება იმისთვის, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარასოდეს რომ აღარ განმეორდეს და იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც ამაზე პასუხისმგებელი არიან, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა