ლევან ხაბეიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ 40 დღეა სააკაშვილი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 ტურა დაესხა თავს, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს

მიუხედავად იმისა, რომ 40 დღეა ეს ადამიანი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 ტურა დაესხა თავს ფორმაში გამოწყობილი, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებში გადაყვანის კადრების შეფასებისას აცხადებს.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედება სადიზმის გამოვლინებაა.

„ეს არის სადიზმის გამოვლინება, დანაშაულებრივი კადრები, რომელიც თავადვე გაავრცელა „რუსულმა ოცნებამ“. ცხადია, ჰქონდათ შიში, რომ ეს კადრები ისედაც გასაჯაროვდებოდა, ან სტრასბურგის სასამართლოსთვის მოუწევდათ გადაცემა. ვიხილეთ დაჩეხილი კადრები, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტი მიხეილ სააკაშვილზე. ჯერ გვიყვებოდნენ, რომ თავის ნებით გამოგვყვაო და გვაჩვენეს კადრები, ახლა გაავრცელეს, თუ როგორ ძალადობრივი გზით შეათრიეს მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც მას ეს არ სურდა. არა მარტო მას, ექიმების კონსილიუმიც ამბობდა, რომ ის იქ არ უნდა გადაეყვანათ და უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ჩვენ ვნახეთ ძალადობის ფაქტები და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება. მინდა გავამხნეო მესამე პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ 40 დღეა ეს ადამიანი შიმშილობს, მიუხედავად იმისა, რომ 30 ტურა დაესხა თავს ფორმაში გამოწყობილი, ვხედავთ, როგორ ვაჟკაცურად ცდილობს რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ და კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს რუსულ არხებს, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს.

კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

რაც შეეხება უშუალოდ პალატაში შეყვანის შემდეგ არსებულ სურათს, კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლების მისამართით ჯერ სიტყვიერ აგრესიას გამოხატავს, შემდეგ კი ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. გარდა ამისა, ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილმა ხელი ჰკრა და ძირს გადააგდო ერთ-ერთი სამედიცინო აპარატურა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო