ზაალ უდუმაშვილი - კადრები რაც ვნახეთ არ იყო მარტივი საყურებელი, ეს კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა სტრასბურგის სასამართლოსთვის

კადრები რაც ვნახეთ არ იყო მარტივი საყურებელი, ეს კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაა სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუ როგორც ცდილობს ხელისუფლება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ღირსების შელახვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს გამოეხმაურა.

უდუმაშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრები პირდაპირ მეტყველებს „იმ რეჟიმის სისასტიკეზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“. „ ეს არის კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში დარჩენა არცერთი წუთით არ შეიძლება, რადგან სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობას ასევე სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება საფრთხე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში, ეს კადრები არის უმძიმესი და პირდაპირ მეტყველებს იმ რეჟიმის სისასტიკეზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - განაცხადა უდუმაშვილმა. როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციები არ შეწყდება ვიდრე აქტივისტების მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. „პროტესტი იქნება ყოველდღე, სხვადასხვა ლოკაციებზე, იმიტომ, რომ ერთადერთი იარაღი, რომელიც ახლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს არის სახალხო პროტესტი, ბევრი და უწყვეტი მშვიდობიანი აქცია, რომელიც გაგრძელდება ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა