ნიკა მელია - ყველა იზოლატორთან უნდა მივიდეთ პატარ-პატარა ჯგუფები, 100-კაციანი და გავამხნევოთ დატყვევებული ადამიანები

ყველა იზოლატორთან უნდა მივიდეთ პატარ-პატარა ჯგუფები, 100-კაციანი და გავამხნევოთ მართლა დატყვევებული ადამიანები, ვინც იქ არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული გეგმები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ჩემო მეგობრებო, დღის ბოლოს, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ გეგმებს. მანამდე, ჩვენ სხვადასხვა წყაროთი და არხით, მათ შორის, ტელევიზიით შეგეხმიანებით და დაკავების ყველა იზოლატორთან უნდა მივიდეთ პატარ-პატარა ჯგუფები, 100- კაციანი და გავამხნევოთ მართლა დატყვევებული ადამიანები, ვინც იქ არიან.

ზოგი დუშეთში წაიყვანეს, მარნეულსა და ხაშურში“, - აღნიშნავს მელია.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია