ნიკა მელია - ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ

დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, რეჟიმის არსებობას ხანგრძლივი პერიოდი არ უწერია.

„ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ, საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, სადაც ეს მკვლელები და დამნაშავეები იკრიბებიან. ეს წერა-კითხვის უცოდინარები - ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე დასხდნენ და იფიქრეს, ამათმა მართლა ყოველდღე რომ დაგვიწყონ საპროტესტო აქციების გამართვა, ეს ხალხი საჯარო სამსახურებში, პოლიციაში დატყვევებული გვყავს, ეს პროტესტი კი დღეების, კვირების განმავლობაში გაგრძელდება, საფუძველს კი არ გვაძლევენ ეს პროტესტი ჩავკლათ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო. ყველა დაინახავს, ერი და ბერი, საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს და გავტყდებითო, ამიტომ აქციის პირველივე დღეს დავიჭიროთ და რაც მეტს დავიჭერთ, უფრო შევაშინებთ ხალხს, რომ მეორე დღეს გარეთ არ გამოვიდნენო. მაგრამ დღევანდელმა სახელდახელო შეკრებამ დაადასტურა წერა-კითხვის უცოდინარო ლილუაშვილო, დაქირავებულო მკვლელო ღარიბაშვილო, რომ რეჟიმის არსებობას არ უწერია ხანგრძლივი პერიოდი. დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!“ - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

"პროვოკაციებზე ვერ წამოგვაგებთ და მშვიდობიანი აქციები აზვირთდება მანამ, სანამ არ წაილეკება რეჟიმის ხელმძღვანელობა, რეჟიმის თავში მყოფი უწიგნური ადამიანები", - განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს