ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

მიხეილ სააკაშვილი არის კმაყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით და გამოცემული დროებითი ღონისძიებით, - ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ადამიანის უფლებებში საერთაშორისო სამართალში დიპლომირებული სპეციალისტი, ანუ ამ სფეროს სპეციალისტია და ამის გათვალისწინებით, ის არის ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო.

“რაც შეეხება მასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაკეთებულ მოწოდებას, რეალურად, ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნას დაცული. ამისთვის სახელმწიფოს გარკვეული მოქმედებების შესრულება დაავალა და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. სახელმწიფო გვიმტკიცებს და მათ შორის, გუშინ ვნახე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, თითქოს შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც. თუმცა, დღეს ვნახეთ, რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ ხდება სააკაშვილზე ძალადობა, სააკაშვილს აქვს ტანსაცმელი შემოხეული.რეალურად, ცხადია, რომ ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა.ბუნებრივია, ამის უკან მდგომი რეალური მიზანი ხელისუფლებისა არის ის, რომ სააკაშვილმა არათუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის ეს ფორმა”.აცხადებს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილი არის სუსტად და ის უარყოფითი ნიშნები, რაც აქამდე ჰქონდა ძლიერდება.

“ეს ლოგიკურიცაა იმ პირობებში, როდესაც ის არ იღებს არც მედიკამენტებს, რომელიც აუცილებელი იყო შიმშილობის პარალელურად,იმისათვის, რომ სასიცოცხლო მაჩვენებლები ყოფილიყო შენარჩუნებული.ცხადია, არის მაღალი რისკი, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დრამატულად გაუარესდეს.რაც შეეხება დაზიანებებს, სააკაშვილს დაზიანებები სხეულზე ნამდვილად აღენიშნება”, - აცხადებს საძაგლიშვილი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა