არმაზ ახვლედიანი - დაუყოვნებლივ გადადგეს დანაშაულებრივი სცენარის შემოქმედი პრემიერ-მინისტრი და განმხორციელებელი იუსტიციის მინისტრი!

შევაჩეროთ ეს წარმოუდგენელი ზღვარგადასულობა! გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე! გადავარჩინოთ საქართველოს მომავალი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი არმაზ ახვლედიანი წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სათანადო პროფესიულ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, ხოლო ამ „დანაშაულებრივი სცენარის შემოქმედი პრემიერ-მინისტრი და განმხორციელებელი იუსტიციის მინისტრი უნდა გადადგეს".

„მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გადადგეს ამ დანაშაულებრივი სცენარის შემოქმედი პრემიერ-მინისტრი და განმხორციელებელი იუსტიციის მინისტრი! მივმართავ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შეაფასონ მომხდარი და გაემიჯნონ დამნაშავეებს! მოვუწოდებ აშშ-ს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს შესაბამის ინსტიტუტებს და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს, სასწრაფოდ შეაფასონ ეს ვანდალიზმი და დაიცვან მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები.

მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რომ სასწრაფოდ გადაიყვანონ იგი სათანადო პროფილურ კლინიკაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. თანამოქალაქეებო, პარტიული სიმპატიების მიუხედავად, ხმა ავიმაღლოთ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმართული უპრეცედენტო შურისძიების აქტით კლავს საქართველოში სამოქალაქო თანხმობისა და ქვეყნის სწორად, სამართლიანად განვითარების ყოველგვარ შანსს!, - წერს არმაზ ახვლედიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო