სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალურ ცერემონიას გახსნის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანნესსონი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace).

პანელის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო