უკრაინის ომბუდსმენი - ვიდეოში ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ადასტურებს უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მოთავსებისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებისა და სხეულის დაზიანების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებაშია აღნიშნული.

„ვიდეოში ნაჩვენებია მიხეილის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის არასათანადო საქციელით დაირღვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-7 მუხლი და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოპყრობა განიხილება არაადამიანურად, როდესაც სისასტიკის მინიმალური დონეც კი მიღწეულია მსხვერპლის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ღირსების შემლახავია, თუ მისი მიზანი მსხვერპლში შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების გამოწვევა და ამით მისი დამცირებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი წამება ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი აკრძალულია საქმის გარემოებების ან მსხვერპლის ქცევის მიუხედავად.

მოვუწოდებ გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს და წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულ კომიტეტს, რეაგირება მოახდინონ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების გამოყენებაზე, მისი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის დროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის ომბუდსმენი ქართველ კოლეგას მიმართავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის ფაქტი შეისწავლოს.

„მივმართავ სახალხო დამცველს (საქართველოს ომბუდსმენს) ნინო ლომჯარიას, გულდასმით გამოიძიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების და წამებისგან დაცვის უფლებების დარღვევის გარემოებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი შესაფერის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

„მოვითხოვ, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში, რომელიც სამედიცინო დახმარების სტანდარტებს შეესაბამება, სამედიცინო საბჭოს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა