დავით ზალკალიანმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ქრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები.

დავით ზალკალიანმა გამოხატა მადლიერება შვეიცარიის მხარის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ რეგიონებში. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან დასვა ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შეწყვეტის, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე“, -აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციების შესრულებისათვის.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარელ დიპლომატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციისათვის კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკონსულო სამსახურის გამართული ფუნქციონირების საკითხში.

2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“