ნიკა მელია - მივესალმებით მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის და სააკაშვილის გეგმა ქვეყნის განვითარებაა და არა რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა

მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.

ნიკა მელიას თქმით, მათი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა, რაც, მისი შეფასებით, ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით მიიღწევა.

„მწვავე პროტესტი არაძალადობრივი, ყოველდღიური, დისციპლინირებული, ხანგრძლივი, ორგანიზებული და უწყვეტი უკვე ყველა ვრწმუნდებით, რომ თავის შედეგს იღებს. ვრწმუნდებით, რომ ეს პროტესტის ის ფორმაა, რომელიც არ შედიოდა და არ შედის რეჟიმის ფორმებში, მაგრამ შედის ამ ქვეყნის მომავლის გეგმებში და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შუალედური ამოცანა არის მხოლოდ უახლოეს პერიოდში ჩვენთვის შესასრულებელი და გადასაწყვეტი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის საპყრობილედან დახსნას. მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, რასაც გეგმავდა ხელისუფლება და რეჟიმი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ - დასავლური, ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ძღვენი პუტინთან, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის - დიდი ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, სააკაშვილი ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, მაგრამ აყენებს დათქმას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო