ელენე ხოშტარია - სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, შიმშილობას არ ვწყვეტ

სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია.

ხოშტარიამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გონივრული განცხადება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან თქვა და რაც ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, ყველა გაბრაზებულ ადამიანს, რომელიც იბრძვის ქუჩაში. დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. აწყობს პირდაპირ ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, რადგან ეს არის ის, რასაც ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში არ უნდა გავყვეთ „ქართულ ოცნებას".

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ესეც ჩემი აზრით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით.

ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს, ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, არასასიამოვნო პროცესი. ამასთან, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან კონკრეტული გარემოებებით, სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით, „ქართული ოცნების“ ხელშია უკვე, საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს